Wednesday, July 13, 2011



1.პროექტის სახელწოდება:ინტელექტუალური თამაში: შემოდგომა 2011

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით:მოსწავლეების ინტელექტის ამაღლება

3.პროექტის აქტუალობა:მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესის გაზრდა. სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება. მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება.მშობელთა ჩართულობის ამაღლება.

4.პროექტის მიზნები: მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ზოგადი განათლების დონის ხელშეწყობა.მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების და ანალიზის უნარის განვითარება. სწავლის მოტივაციის გაზრდა. მშობელთა დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით.

5.მონაწილეთა ასაკი:მე–8 და მე–9 კლასის მოსწავლეები.

6 .ვადები:/ხანგრძლივობა:2011წლის ოქტომბერ– ნოემბერი

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ინტელექტუალური თამაშის ჩატარება. გამარჯვებული გუნდის გამოვლენა–დაჯილდოება.კედლის გაზეთის გამოშვება. ფოტოგამოფენის მოწყობა

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
თაბახები,ავტოკალმები,ვიდეო–კამერა,ფოტოაპარატი,დიპლომები, გამარჯვებულ გუნდზე გადასაცემი პრიზი,კომპიუტერი.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):აქტივობა1.განაცხადის გაკეთება საინფორმაციო დაფაზე ინტელექტუალური თამაშის ჩატარების თაობაზე.
აქტივობა2.გუნდების დაკომპლექტება.
აქტივობა3.მოსწავლეების მიერ გუნდებზე სახელწოდებების შერჩევა და ემბლემების დამზადება.
აქტივობა4.ღონისძიებისათვის  კაბინეტის მომზადება.
აქტივობა5. განაცხადის გაკეთება დირექციისათვის  საჭირო რესურსების შესახებ.
აქტივობა6.ჟიურის შერჩევა.
აქტივობა7.მოსაწვევი ბარათების დამზადება და მშობლებისათვის გაგზავნა.
აქტივობა8.ღონისძიების ჩატარება–თამაშში მონაწილეობას მიიღებს 4 გუნდი. თამაში ჩატარდება 2 ტურად. გუნდებს დაურიგდებათ ერთნაირი ტესტები. პირველ ტურს გამოეთიშება ყველაზე ნაკლებქულიანი გუნდი. მეორე ტურში გამოვლინდება  ჟიურის მიერ გამარჯვებული გუნდი,რომელსაც გადაეცემა პრიზი და დიპლომი.დანარჩენი გუნდებიც დასაჩუქრდებიან სიგელებით მონაწილეობისათვის. ღონისძიების შემდეგ გამოუშვებთ გაზეთს და მოვაწყობთ ფოტო გამოფენას.

 10.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლოგია,ფიზიკა

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):იზაბელა გაბუნია
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:i.gabunia1964@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:igabunia.blogspot.com